11:57 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 14:44:20, 1386 ნახვა

საზოგადოება
„მივესალმები რჯულის კანონის ამოქმედებას, მაგრამ უსამართლობა იქნება, ეს ყველაფერი დაიწყოს ჩემით და ჩემითვე დასრულდეს“

„ვიტოვებ მღვდელმთავრულ ვალდებულებას პასუხი გავცე ყველა ცრუ ბრალდებას“, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავა წერილშია აღნიშნული, რომლითაც ის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, წმინდა სინოდის მღვდელმთავრებსა და 9 მარტს გამართული სინოდის სხდომის მდივანს, მიტროპოლიტ შიოს წერილით მიმართავს.

„მივესალმები რჯულის კანონის ამოქმედებას ეკლესიაში არსებულ მრავალრიცხოვან დარღვევათა გამოსასწორებლად, მაგრამ დიდი უსამართლობა იქნება, ეს ყველაფერი დაიწყოს ჩემით და ჩემითვე დასრულდეს, რისი პრეცედენტიც გამოიკვეთა.

რატომ გვიჭირს ვაღიაროთ ის სამწუხარო ფაქტი, რომ ჩვენს ეკლესიაში წმინდა მამათა კანონები დატევებულია და ყოველგვარი სიმკაცრე განდევნილი? ვშიშობ, რომ საეკლესიო საქმენი სრულ არეულობაში არ მოვიდეს, როდესაც ეს გულგრილობა და მიკერძოებულობა ნელ-ნელა თავის გზით წავა და ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს.

ეკლესიის დისკრედიტაციას რომ ემსახურებოდა ჩემი გამოსვლა ეს სრული ცილისწამებაა, რასაც სიმდაბლით ვღებულობ და ვიტოვებ მღვდელმთავრულ ვალდებულებას პასუხი გავცე ყველა ცრუ ბრალდებას. გთხოვთ, მომიტევოთ ჩემი კადნიერებისათვის და ვითხოვ თქვენს მღვდელმთავრულ ლოცვა-კურთხევას და ვიმედოვნებ თქვენს მართლმკვეთელობას!“, - ნათქვამია მეუფე პეტრეს წერილში, რომელსაც  მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია თამარ გამყრელიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

შეგახსენებთ, სინოდის სხდომის განჩინებაში აღნიშნულია, რომ მიტროპოლიტ პეტრეს განცხადებები ეკლესიის დისკრედიტაციისკენაა მიმართული.

მეუფე პეტრეს წერილი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics