11:57 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-13 15:41:27, 1133 ნახვა

საზოგადოება
მდინარე მტკვრის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

მდინარე მტკვრის მასშტაბური გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მარჯვენა სანაპიროზე, ბაქრაძის ქუჩის გაყოლებაზე, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან დიდუბის ხიდამდე, მდინარე მტკვარი და მისი კალაპოტი სპეციალური ტექნიკის მეშვეობით წლების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ლამისგან, ლაქაშისგან და ა.შ. იწმინდება. ტარდება კომპლექსური ღონისძიებები, რომელსაც თბილისის მერიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ. სამუშაოებში მონაწილეობას იღებენ ალპინისტებიც.

“მას შემდეგ, რაც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დასრულდა მტკვრის გაწმენდითი სამუშაოები, დავიწყეთ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დიდუბიდან გლდანის მიმართულებით, რაც გულისხმობს ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების ამოღებას, პარალელურად მიმდინარეობს ხეების გასხვლა და სხვა ტიპის სამუშაოები. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მტკვარზე რეკრეაციული სივრცე და მეორეს მხრივ, იყოს ვიზუალურად საინტერესო და მიმზიდველი, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ამით ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი საქმე კეთდება ჩვენი ქალაქისათვის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მტკვრის მასშტაბური გაწმენდა პერმანენტული ხასიათისაა და ჯამში, დაახლოებით, 10 კმ-იანი მონაკვეთი დასუფთავდება. ამ დროისათვის, თითქმის, სრულად გაწმენდილია მონაკვეთი - ორთაჭალის ჰესიდან „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიამდე. შესაბამისი ღონისძიებების მიმდინარეობისას, დაცულია უსაფრთხოების ყველა ზომა.

აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მდინარე მტკვრის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც ქალაქის ეკოლოგიაზეც დადებითად აისახება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics