|
2017-03-12 13:50:49, 1251 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი სამართალდამცავებს: ძალიან სახიფათო ზღვარზე გავიარეთ
გიორგი კვირიკაშვილმა სამართალდამცავ სტრუქტურებს წესრიგის დამყარებისთვის და მოვლენათა შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფო უმკაცრეს პასუხს გასცემს ყველას, ვინც არ დაემორჩილება კანონს და უგულებელყოფს სახელმწიფო ინსტიტუტებს. " მადლობას გიხდით გმირობისთვის და მოთმინებისთვის. სამართალდამცავი უწყების თანამშრომლები იყენებენ იმდენ ძალას, რამდენიც საჭიროა სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასაცავად. მინდა, იცოდეთ, რომ ყველა თქვენგანის გვერდით ვარ. მინდა, იცოდეთ და იამაყოთ, რომ გუშინდელ ღამეს გავიარეთ ნამდვილად ძალიან სახიფათო ზღვარზე, მაგრამ ჩვენ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შევასრულეთ ჩვენი ამოცანა ისე, და გამოვიყენეთ იმდენი ძალა, რამდენიც საჭირო იყო იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ. მინდა, მოთმინებისთვის და გმირობისთვის მადლობა გადაგიხადოთ ყველა თქვენგანს და მინდა, წარმატება გისურვოთ. ასევე, მინდა, გამოჯანმრთელება ვუსურვო ყველას, ვინც დაზიანდა გუშინ,"- განუცხადა პრემიერმა სამართალდამცავებს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერთან ერთად აჭარაში იმყოფებიან ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ზურაბ ალავიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)