|
2017-03-09 17:03:26, 1502 ნახვა
საზოგადოება
2017-2020 წლებისთვის ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის სტრატეგიაზე სამუშაო შეხვედრა იმართება
ბორჯომში, სასტუმროში „Rixos Borjomi", სტრატეგიული კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაიწყო, სადაც 2017-2020 წლებისთვის ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის სამთავრობო სტრატეგიის პროექტს განხილავენ. როგორც "ექსპრესნიუსს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ღონისძიება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ორგანიზებით, ასევე, სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობით იმართება. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ გახსნა. "ჩვენ ვართ სადღაც დასასრულ ეტაპზე საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის სტრატეგიული კომუნიკაციის დოკუმენტის შემუშავების პროცესში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სტარტეგიას მოჰყვეს ის კონკრეტული გეგმები, თუ რას აკეთებს სახელმწიფო, რას აკეთებს ქვეყნის მთავრობა, რა სახის კომუნიკაციას აყალიბებს კონკრეტულ სეგმენტებთან იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ნატო, რატომ ევროკავშირი, საითკენ მივდივართ, რა გზებით მივდივართ, რა არის ამოცანები, რა არის მიზნები და ამ ამოცანებისა და მიზნების ბოლომდე განხორციელების თვალსაზრისით რას აკეთებს მთავრობა."-აღნიშნა მინისტრმა სამუშაო შეხვედრის დაწყების წინ. ღონისძიებაში სახელმწიფო უწყებებისა და პროექტის მომზადებაში ჩართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობენ და აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით რეკომენდაციებს წარადგენენ. „ძალიან მრავლისმომცველი თემაა და ასევე ვუდგებით ამ საკითხს, რადგან ეს მარტო ჩვენი შესამუშავებელი არაა და ძალიან მნივნელოვანია, რომ სამოქალაქო სექტორი ასე სრულფასოვნადაა წარმოდგენილი და ჩართული პროცესში"-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. შეხვედრა ორდღიანია და ევროკავშირის პროექტის - „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მხარდაჭერა" ფინანსური მხარდაჭერით იმართება. (NS)
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)