|
2017-03-08 14:47:02, 1634 ნახვა
საზოგადოება
თბილისის პარლამენტთან ქალთა სოლიდარობის გამომხატველი აქცია გაიმართა
თბილისის პარლამენტთან ქალთა სოლიდარობის გამომხატველი აქცია გაიმართა. აქციში მონაწილეობდნენ, როგორც მოქალაქეები, ასევე სხვადასხვა არასამთავრობა ორგანიზაციის წარმომადგენლები, ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი "საფარი", "თანასწორობის მოძრაობა". როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მარიამ ყანჩაველმა აღნიშნა, ისინი ჩაგრული ქალების მიმართ თანასწორ უფლებებს ითხოვდნენ. "მე ვითხოვ თანასწორ უფლებებს, მე ვითხოვ კანონს, რომელიც დამიცავს, მე ვითხოვ განათლების სისტემაში შევიდეს ცვლილებები , რომლითაც არ მოხდება სტიგმატიზაცია და მარგინალიზაცია, რომელიც ყოველდღიურად ეხება ქალებს. შემცირდეს და შეწყდეს იმ რელიგიას ამოფარებული ორგანიზაციების დაფინანსება, რომელიც ყოველდღიურად მაყენებენ შეურაცხყოფას", - აღნიშნა ყანჩაველმა. აქციის მონაწილეებს გამოტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერებით: "ჩვენ გვჭრიდება სექსუალური განათლება სკოლებში", "ჩემი სხეული ჩემი საქმეა", "დუმილი ვერ დაგვიცავს", "ნუ მისაზღვრავ ბეწვის სიგრძეს", "სექსი და გათხოვება ერთი და იგივე არ არის, "ორგაზმი კაცების გარეშე".
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)