|
2017-03-07 16:52:09, 1454 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში ორი ახალი სტადიონი გაიხსნა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საბურთალოს რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად, ჩიქოვანის ქუჩაზე ახალი, ორზონიანი სტადიონი გახსნა. სპორტული მოედნები, რომლებიც 960 კვ.მ-ზე მოეწყო, ფეხბურთისა და კალათბურთისთვისაა განკუთვნილი. თბილისის მერიის ინფორმაციით, მშენებლობამდე, სტადიონების მოსაწყობად განსაზღვრული ტერიტორიის გეოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მდინარე ვერესა და ჩიქოვანის ქუჩის მხრიდან საყრდენი კედლები მოეწყო, ასევე, მოგვარდა საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემის პრობლემა. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, წელს ქალაქის მასშტაბით, ბავშვთა სათამაშო მოედნების გაკეთება აქტიურად მიმდინარეობს. „მხოლოდ საბურთალოს რაიონში 20-ზე მეტი სტადიონი კეთდება, მათ შორის ეს, რომელიც დღეს გაიხსნა, ერთ-ერთი პირველია. დღეიდან აქ ბავშვებს შეეძლებათ ითამაშონ, როგორც ფეხბურთი, ასევე კალათბურთი. ეს ყველაფერი ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და მისი ხელშეწყობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდია ინტერესი პატარებისა და მოზარდების მხრიდან, ასე რომ წელს ქალაქში ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. ღონისძიების ფარგლებში, ჩიქოვანის ქუჩაზე მცხოვრებ ბავშვებს, სიმბოლურად, ფეხბურთის ბურთები გადაეცათ. აღნიშნული სპორტული მოედნების მოსაწყობად, საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 95 000 ლარი დაიხარჯა. სტადიონების გახსნას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ლევან გოგიჩაიშვილი და ლევან კობიაშვილი ესწრებოდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)