|
2017-03-04 17:51:18, 2027 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სააკაშვილი: წითელი ინტელიგენციის ნაწილმა გადაწყვიტა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე წასული და ჩემზე თავდასხმით დაკავდნენ
„წითელი ინტელიგენციის ნაწილმა გადაწყვიტა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე უკვე წასულია და ძირითადად ჩემზე და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავდასხმით დაკავდნენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ქალთა ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ”ამ დღეებში გამოჩნდა, წითელი ინტელიგენციის შედარებით ახალგაზრდა თაობის ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე უკვე წასულია და ძირითადად დაკავდნენ ჩემზე და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავდასხმით. გალაკტიონის და ვაჟას სამშობლოში რატომთაც ლაშა ბუღაძემ გადაწყვიტა რომ პოეტია, ყველას შეუძლია იყოს, მართალი გითხრათ მაგის დაწერილი მაინცდამაინც არაფერი მახსოვს, არადა პოეზია ძალიან მიყვარს, მაგრამ ბევრი საშინელი ნათქვამი მისი და მისთანების მახსოვს. მახსოვს ისიც, რომ გადამწყვეტ მომენტებში ყოველთვის გვერდს უგანის ჩვენს ქვეყანას. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. უნდა დაერქვას თავისი სახლი იმ კუთხით, რომ როდესაც საუბარია, გადამწყვეტ მომენტებში ერთად უნდა დავდგეთ, ყველაფრის გადმობრალება იმ ხალხისთვის, ვინც შექმნა ქართული სახელმწიფო, როცა შენ არაფერი შეგიქმნია, არის ამორალურობა, აბსოლუტურად არასწორი და უზნეო საქციელი. არც გამიკვირდა, თამარ მეფის გმობით დაიწყო კარიერა და მე რომ მგმობდეს ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. უბრალოდ, პრობლემა სხვა რაღაცაშია. პრობლემა არის იმაში, რომ ამ ხალხმა ბოლომდე ვერ გაითავისა, რა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ჩვენ შევქმენით ქართული სახელმწიფო, რომელსაც ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფო და აღმოსავლეთ ევროპა შენატრის“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)