|
2017-03-03 15:31:08, 2228 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი ყველა მხარეს მოუწოდებს, დანაშაულებრივი გადაწყვეტილებებისა და პროვოკაციისგან თავი შეიკავონ
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2007 წელს ტელეიმედის დარბევა გაიხსენა და მას ქვეყნისთვის უაღრესად დამაზიანებელი ფაქტი უწოდა. აქედან გამომდინარე, გიორგი მარგველაშვილმა ყველა მხარეს დანაშაულებრივი გადაწყვეტილებებისა და პროვოკაციისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა: „მინდა, ყველას გავახსენო, რომ 2007 წელს, როდესაც სააკაშვილის მიერ, სპეცრაზმებისთვის მიცემული ბრძანების ფონზე მოხდა „იმედის“ დარბევა, რაც იყო უაღრესად დამაზიანებელი ჩვენი დემოკრატიისათვის, ფაქტობრივად, იმწამსვე მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ ეს არის სააკაშვილის ტრაგიკული გადაწყვეტილება და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, მინდა, ყველას დღესაც მოვუწოდო დანაშაულებრივი გადაწყვეტილებებისა და პროვოკაციისგან თავის შეკავებისკენ. თემის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მინდა, მოვუწოდო ყველა მხარეს, საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოვუსმინოთ, დაველოდოთ და არ გადავდგათ მყისიერი ნაბიჯები“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „რუსთავი2“-ის თემასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)