13:12 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 10:31:47, 2095 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
გენერალი პეტრ პაველი: ნატო საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს

„მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნატო საქართველოს  საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, რომელთან თანამშრომლობაც ღია და გულახდილი დიალოგის ფორმატში მიმდინარეობს“, - ამის შესახებ გენერალმა პეტრ პაველმა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

გენერალმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში დაწყებული რეფორმები დადებითად შეაფასა და მიესალმა ქართული მხარის მზაობას, გააუმჯობესოს საკუთარი შეიარაღებული ძალების თავსებადობა ნატოს ძალებთან.

ამასთან, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს მადლობა გადაუხადა ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში შეტანილი წვლილისა და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართულობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს საიმედო პარტნიორია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის საერთო ბრძოლაში.

მან ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის  განხორციელების პროცესზეც გააკეთა აქცენტი.

„თანამშრომლობის ეს მექანიზმი საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში ეხმარება და ხელს უწყობს ნატოსთან ინტეგრაციის პროცესს. უნდა აღინიშნოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრიც,  რომელმაც  წვრთნებისა და სწავლებების პირველი ეტაპი დაასრულა“, - განაცხადა გენერალმა.

სიტყვით გამოსვლების შემდეგ სესია დახურულ ფორმატში გაგრძელდა, სადაც ნატოს უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენლებმა საქართველოსთან ერთად რეგიონში არსებული გამოწვევები განიხილეს და განსაკუთრებული ყურადღება  შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას დაუთმეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics