|
2017-03-02 14:30:38, 2017 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბაქრაძე: ახლოვდება მომენტი, როდესაც გამოჩნდება - ვიქნებით თავისუფალი ქვეყანა, თუ სახელმწიფო, როგორიც რუსეთია
„ახლოვდება გადამწყვეტი მომენტი, როდესაც გამოჩნდება, როგორი ქვეყანა იქნება საქართველო ხვალ, ზეგ და მაზეგ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ უზენაეს სასამართლოსთან, „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ევროპული საქართველო“ ყოველთვის დადგება „რუსთავი 2“-ის გვერდით და თავისუფალ სიტყვას დაიცავს. „დღეს გამოჩნდება, ვიქნებით ჩვენ ნორმალური თავისუფალი ტიპის ქვეყანა, თუ ვიქნებით სახელმწიფო, როგორიც არის მაგალითად რუსეთი, სადაც არ არსებობს განსხვავებული აზრი და არ არსებობს კრიტიკული პოზიციის გამომხატველი ტელევიზია. დღეს ეს არის მთავარი საფრთხე. ადამიანებს შეიძლება მოსწონდეთ, ან არ მოსწონდეთ „რუსთავი 2“, ნიკა გვარამია, გეცინებოდეს ან არ გეცინებოდეს ვანო ჯავახიშვილზე, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელი აქცია და ის რაც დღეს წყდება, არ ეხება ნიკა გვარამიას ვანო ჯავახიშვილს და „რუსთავი 2“-ს, ეს ეხება თითოეული ჩვენგანის მომავალს, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ, იქნება თუ არა კრიტიკული აზრი, ისეთი ტელევიზია, რომელიც ილაპარაკებს პრობლემებზე, სიდუხჭირეზე და იმ ყველაფერზე, რაზეც არ ილაპარაკებს მთავრობა“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ. ცნობისთვის, საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილი. ისინი ტელეკომპანიის საქმეზე უზენაეს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)