|
2017-03-02 10:35:00, 1286 ნახვა
საზოგადოება
კახეთის გზატკეცილზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება
კახეთის გზატკეცილზე, ორხევის ხიდიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით, საავტომობილო გზის (1,7 კმ.) სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მერი დავით ნარმანია სამგორის რაიონის გამგებელთან, გიორგი ბაგრატიონთან ერთად პირადად იმყოფებოდა ადგილზე, სადაც სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. “ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთი, იყო დაზიანებები და აღნიშნულიდან გამომდინარე დაიგეგმა შესაბამისი სამუშაოები. დაახლოებით, ერთი კილომეტრი და 700 მეტრი გზა კეთდება აეროპორტიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით, რათა გადაადგილება იყოს უსაფრთხო და კომფორტული. ამდენად, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია,”- განაცხადა დავით ნარმანიამ. გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, 20 000 მ2 ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. პროექტს მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)