|
2017-03-01 15:48:36, 2291 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ქუმსიშვილი: „რუსთავი 2” იგროვებს საბიუჯეტო დავალიანებას, მაგრამ მათ წინააღმდეგ ზომები არ გამოვიყენეთ
ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ხელისუფლება ხელისუფლება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეში არ ერევა. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, საგადასახადო ხელისუფლებამ ტელეკომპანიის მიმართ შესაბამისი ზომები არ გამოიყენა, მიუხედავად დაგროვილი დავალიანებისა. "სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლება არ ჩარეულიყო არანაირად ამ დავაში, ჩვენ, როგორც საგადასახადო ხელისუფლებამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, მიუხედავად იმის, რომ „რუსთავი 2” თვიდან თვემდე იგროვებს საბიუჯეტო დავალიანებას, არ გამოგვეყენებინა ის ზომები, რომელთა გამოყენებაც ჩვენ შეგვიძლია. ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ არ ერევა ხელისუფლება აღნიშნულ პროცესში და რამდენად ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს", - აღნიშნა ქუმშივლმა. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, უზენაეს სასამართლოში ტელეკომპანიის საქმის განხილვა 2 მარტს ჩაინიშნა. გვარამიას ინფორმაციით, სასამართლოს სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე, „რუსთავი 2“-ის მხარეთა დაუსწრებლად ჩაინიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)