17:08 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 14:52:37, 2541 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: იანვარში მიღწეული 5.2%-იანი ზრდა ადასტურებს, რომ მთავრობის რეფორმებმა წარმატებული სტარტი აიღო

ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, იანვარში მიღწეული 5.2%-იანი ზრდა ადასტურებს, რომ მთავრობის რეფორმებმა წარმატებული სტარტი აიღო. 

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, 2017 წლის იანვარ-თებერვალში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 1,317 მლნ ლარი, რაც 18,6%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვნად დადებითი ტენდენციაა ფულად გზავნილებში, სადაც ზრდა 26.1%-ს შეადგენს. 2017 წლის იანვარში ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა  25%-ით, ამავე პერიოდში ექსპორტი წინა წელთან გაზრდილია 45%-ით.

მინისტრის განმარტებით, წლის დასაწყისში განვითარებული პოზიტიური ტენდენციები ადასტურებს, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული ფისკალური და სტრუქტურული რეფორმები,  4-პუნქტიანი გეგმა რეალისტური, ეფექტური, შედეგზე და ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული.   





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიის სპიკერი: ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, ხელისუფლებას ანგარიში წარედგინება
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
შიო III საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: საპატრულოს დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics