|
2017-02-28 18:12:38, 1616 ნახვა
საზოგადოება
აჭარის რეგიონის ტურისტული პოტენციალი ასტანაში ბიზნესფორუმზე წარადგინეს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო შესაძლებლობები ყაზახ ბიზნესმენებს ასტანაში გამართულ ბიზნესფორუმზე გააცნო. საინვესტიციო ფორუმზე „Visit Ajara /Invest in Ajara” აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია გამართეს და ბიზნესმენებს, პოტენციურ ინვესტორებსა და ფორუმის მონაწილეებს აჭარაში ტურიზმის განვითარების პერსპექტივები გააცნეს. აჭარის მთავრობის დელეგაცია ასტანაში 27 მარტიდან იმყოფება. დელეგაციაში იმყოფება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი, აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში არაერთი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა როგორც ყაზახეთის მთავრობის ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. დელეგაცია ყაზახეთის რესპუბლიკას 1 მარტს დატოვებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)