2017-02-28 14:01:38, 2412 ნახვა
სამართალი საზოგადოება
დეკანოზის და მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით ადვოკატებმა პროკურატურაში უწყება ჩააბარეს
მთავარ პროკურატურაში დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები იმყოფებოდნენ და პროკურატურას ოფიციალური წერილით მიმართეს.
უფლებადამცველებმა უწყებაში განცხადება ჩააბარეს, რომლის თანახმადაც მათი დაცვის ქვეშ მყოფისა და მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვას სთხოვენ.
ადვოკატ გიორგი ფანცულაიას თქმით, მათ სხვადასხვა დროს საჯარო სივრცეში არაერთხელ განაცხადეს, რომ დეკანოზს საფრთხე ემუქრება, თუმცა უწყებამ განცხადებას ყურადღება არ მიაქცია.
რაც შეეხება მეუფე პეტრეს დაკითხვაზე დაბარებას, ფანცულაიამ აღნიშნა, რომ გუშინდელ დაკითხვაზე მეუფე პეტრე არ ყოფილა ისეთ კონტექსტში ნახსენები, რომ ის დაკითხვაზე დაებარებინათ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან