|
2017-02-27 15:47:00, 1437 ნახვა
საზოგადოება
თბილისში დევნილთა საცხოვრებელი შენობის გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა
თბილისში, ჩაჩავას ქუჩაზე მცხოვრები 16 დევნილი ოჯახი დღეიდან ბუნებრივი აირით ისარგებლებს. როგორც "ექსპრესნიუსს" ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალური მმართველი მამუკა კობახიძე გაზიფიცირების სამუშაოების დასრულების პროცესს დაესწრნენ და ერთ-ერთ ოჯახში, სიმბოლურად, გაზქურა აანთეს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, კონსტანტინე ჩაჩავას N6-ში მცხოვრებმა დევნილებმა, გაზიფიცირების თხოვნით, კახა კალაძეს მიმართეს. დევნილთა და განსახლების სამინისტროს მხარდაჭერით, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ შენობის გაზიფიცირების სამუშაოები განახორციელა, რომლის ღირებულებამაც 7000 ლარი შეადგინა. ჩაჩავას ქუჩაზე 16 დევნილი ოჯახი 1991 წლიდან კერძო მესაკუთრის შენობაში ცხოვრობდა. 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, 3717 დევნილი ოჯახის გაზიფიცირება მოხდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)