|
2017-02-27 10:03:36, 1986 ნახვა
სამართალი
დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს დაკითხავენ
„დეკანოზი გიორგი მამალაძე დღეს დაიკითხება“, - ამის შესახებ მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა. მან დეკანოზის ადვოკატის ბრალდებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მამა გიორგი მამალაძე დაკავების შემდეგ გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს. „დაკავების შემდეგ მას 5-ჯერ შევთავაზეთ დაკითხვა, თუმცა ყველა ჯერზე უარი თქვა ჩვენების მოცემაზე. გარდა ამისა, მივმართეთ, რომ ექსპერტიზისთვის მოეცა ნიმუშები. 14 თებერვალს შევთავაზეთ, ნებაყოფლობით მოეცა ხმის, ხელწერისა და დეენემის ნიმუშები, რაზეც კვლავ უარი მივიღეთ. ამის შემდეგ, განჩინების საფუძველზე, კვლავ შევთავაზეთ, თუმცა ამ ჯერზეც, მან ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა მიზეზად და კვლავ უარი განაცხადა, რომ ნიმუშები გაეცა. რეალურად, ჩვენ ექიმის თანხმობა გვქონდა, რომ მას თავისუფლად შეეძლო, მონაწილეობა მიეღო საპროცესო მოქმედებაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ადვოკატებისა და ბრალდებულის განცხადებები, რომ ჩვენ ვაჭიანურებთ პროცესს, ეს არის მათი მხრიდან სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ 24 თებერვალს კვლავ მივმართეთ ბრალდებულს ნიმუშების ასაღებად, იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის მისი ვალდებულება, რაც შეეხება მის დაკითხავს, იგი ორშაბათს დაიკითხება. საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, მის მიმართ არსებობს ბევრი შეკითხვა და მას ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მამალაძეს ოფიციალურად ბრალი პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაში ედება.
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)