|
2017-02-27 09:35:57, 1523 ნახვა
საზოგადოება
სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოს ტოვებს
კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად გატარებული 14 წლის შემდეგ, ილია მეორესთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირი, საპატრიარქოს ტოვებს. პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი სოსო ოხანაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან „რუსთავი2“-ის გადაცემა პოსკრიპტუმში ისაუბრა. სოსო ოხანაშვილის თქმით, ის "უსამართლობას, სიმართლისთვის ბრძოლას" შეეწირა. “შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, ვეღარ გავჩერდებოდი იქ. მივედი მის უწმინდესობასთან, ვისაუბრეთ. მომცა ლოცვა კურთხევა, წავსულიყავი დაკავებული თანამდებობიდან. დამლოცა და გავედი ამ სამსახურიდან. ეს იყო ჩემთვის უმძიმესი გადაწყვეტილება. ახლაც მიჭირს. ალბათ დრო ყველაფერის მკურნალია, მაგრამ ცხოვრებაში ყოველთვის იქნება ამის გახსენება. მე პატრიარქისთვის არ ვიყავი მხოლოდ დაცვა. “,-აცხადებს სოსო ოხანაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)