|
2017-02-26 13:27:35, 1686 ნახვა
საზოგადოება
სოსო ოხანაშვილი: არის მცდელობები, რომ მოხდეს ჩემი ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირება
„რუსთავი2“-ის გადაცემა პოსკრიპტუმი პატრიარქის დაცვის უფროსის სოსო ოხანაშვილის სკანდალურ ინტერვიუს აანონსებს. ინტერვიუს ფრაგმენტში, რომელიც „რუსთავი“-მა გაავრცელა, ოხანაშვილი ამბობს, რომ არის მცდელობები, მოხდეს მისი ე.წ. ცინიდის საქმესთან დაკავშირება. მისივე თქმით, პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა მიმდინარეობს: „რათქმა უნდა, ეს არის ეკლესიის მტრების მიერ კარგად ორგანიზებული მზაკვრობა.პატრიარქის კარზე სულ იყო ასეთი ინტრიგები, ეს, რა თქმა უნდა, გარედან მართული პროცესებია. პირდაპირ უთხრეს პატრიარქს გერმანიაში, რომ თქვენს მოსაწამლად მოდიოდა ციანიდითო. არა მარტო ეგ, ისიც უთხრეს, რომ მე იმიტომ გამომიძახეს, რომ მარტო არ მოქმედებდა მამა გიორგი და არის მცდელობები, რომ მოხდეს ჩემი ამ საქმესთან დაკავშირება“,-განუცხადა P.S-სს სოსო ოხანაშვილმა. მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რათა საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე და ეკლესია გათავისუფლდეს მსგავსი ბრძოლებისაგან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)