2017-02-26 10:31:50, 2502 ნახვა
სამართალი
შსს-ს მაშველებმა სერბი ტურისტი გადაარჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, წარმატებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, სერბი ტურისტი, 46 წლის მამაკაცი გადაარჩინეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ ,,112" -ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ლომისას ქედზე 4 ტურისტი ჩამოწოლილ ზვავში მოჰყვა, რა დროსაც ერთი მათგანი მძიმედ დაშავდა.
უწყების ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე გაფრინდნენ.
დაშავებულს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწია. იგი თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადმოიყვანეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან