|
2017-02-23 18:09:01, 1311 ნახვა
საზოგადოება
ირინა სარიშვილი: პატრიარქი აუცილებლად უნდა შეხვდეს დეკანოზ მამალაძეს
„ვერ მოიძებნა ვერცერთი ადამიანი, რომელიც პატრიარქს ეტყოდა, რომ მისული ვარ, დანარჩენმა ყველამ გაიგო, ხაზს ვუსვამ- ყველამ“,-ამის შესახებ ირინა სარიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. სარიშვილის თქმით, ის არავითარ შემთხვევაში არ აპირებას გაჩერებას, რადგან საქმე უდანაშულო ადამიანის სიცოცხლეს ან მის მორალურ განადურებას ეხება. „დაფაცურდნენ, არ იცოდნენ რა ექნათ ცალკე დაცვას და ცალკე სხვებს. საშვთა ბიუროში დავტოვე ყველა კოორდინატი (ვითომ არ იციან) და ველოდები ზარს – როგორც კი შეატყობინებენ, დაგირეკავთო. მადლობა ტელევიზიებს, რომლებმაც ჩემი მისვლისთანავე ჩამწერეს და ამას საინფორმაციო გადაცემებიდან შეიტყობთ. არ გავჩერდები არავითარ შემთხვევაში, რადგან საქმე ეხება უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს ან მის მორალურ განადგურებას! იქაც ვუთხარი ჟურნალისტებს და აქაც გავიმეორებ: თუ ვერ მოხერხდება პატრიარქთან შეხვედრა, ტელევიზიების და სოციალური ქსელის დახმარებით საჭიროა მრავალრიცხოვანი აქცია სიმართლის დასაცავად! ერთადერთი მეუფე, რომელიც ამ დრომდე ადექვატურ, მოზომილ და სწორ განცხადებებს აკეთებს – მეუფე პეტრეა! არ გავჩერდები და არ მოვითმენ ამ უსამართლობას, საერთოდ მარტოც რომ დავრჩე! ცუდად მიცნობთ, ფარისეველთა საბჭო!!! კიდევ და კიდევ ვიმეორებ: პატრიარქი აუცილებლად უნდა შეხვდეს დეკანოზ მამალაძეს!“,-წერს სარიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)