18:03 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 23:38:47, 1267 ნახვა

საზოგადოება
დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის კლინიკაშია გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ის ახლა კარდიოლოგიურ კლინიკაში იმყოფება, თუმცა მისი ადვოკატის თქმით, მას საავადმყოფოში არ უშვებენ და არც დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აწვდიან ინფორმაციას.

"აქ ვართ, წასვლას არ ვაპირებთ არცერთი ადვოკატი. სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლები შეუშვეს, თუმცა ჩვენ არ გვიშვებენ და გვეუბნებიან, რომ ხვალამდე დავიცადოთ, არ ვიცით რა ხდება,"-აცხადებს გიორგი ფანცულაია.

ფანცულაიას თქმით, ჰოსპიტალიზაციის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს ადვოკატმა დეკანოზი სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში მოინახულა. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, რომ მამა გიორგის მაღალი არტერიული წნევა და ტემპერატურა აწუხებდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სახარბიელო არ იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics