09:32 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 09:32:29, 2087 ნახვა

სამართალი
შსს-მ ნარკორეალიზატორები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს  მცხეთა–მთიანეთის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1948 წელს დაბადებული გ.უ. და 1942 წელს დაბადებული ა.უ., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის და ეზოს ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 9 ნატეხი და ერთჯერად შპრიცში მოთავსებული ბუპრენორფინი ამოიღეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.უ. და ა.უ. ნარკოტიკულ საშუალებას უკანონოდ ყიდდნენ.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უკანონო შეძენისა და შენახვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უკანონო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით  და მე–5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
უკრაინამ სარაკეტო იერიში მიიტანა სამარაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ჩებოქსარში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics