15:21 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 23:04:44, 1441 ნახვა

საზოგადოება
მამა შალვა კეკელიძე: მეუფე პეტრეს გუშინდელი გამოსვლა ეკლესიის დისკრედიტაციას ეძღვნებოდა

მეუფე პეტრეს გუშინდელი გამოსვლა ეძღვნებოდა ეკლესიის დისკრედიტაციას, - ამის შესახებ მამა შალვა კეკელიძემ საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშრებით საუბრისას, გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

მისი განცხადებით, "ეკლესია ყველაფრისგან თავისუფალია, ეკლესია თვითონ თავისუფლებაა". მისივე განცხადებით, საპატრიარქო არის სახელმწიფოს ნაწილი და ჩვეულებრივად, სახელმწიფო რაღაც დონეზე ერევა ჩვენს საქმეებში, ასევე ეკლესიაც სახელმწიფო საქმეებში ერევა.

მამა შალვა ამბობს, რომ ვერანაირ საშიშროებას ვერ ხედვას იმაში, რომ შეამოწმონ ნებისმიერი ეპისკოპოსის ქონება.  მისივე განცხადებით, მეუფე პეტრეს მიერ გაკეთებული განცხადებები მისთვის შოკისმომგვრელი იყო.

„მეუფე პეტრეს თქმით, გამოდიოდა ისე, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს თურმე არ აქვს ხედვა, ის ვერ ხედავს საქართველოში პრობლემებს. მე ვფიქრობ, რომ მან ეს პატრიარქის წინააღმდეგ გააკეთა... მეუფე პეტრე ადანაშაულებს ეპისკოპოსებს, ყველას გვადანაშაულებს, მეც პირადად მადანაშაულებს, რომ თურმე ჩვენ ვართ ადამიანის ზემოქმედების ქვეშ. ანუ ქრისტეს წინააღმდეგ მივდივართ პრინციპში,“ - აღნიშნა მამა შალვამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics