15:21 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-15 21:43:41, 1090 ნახვა

საზოგადოება
დაბალი რისკის მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებში უმაღლეს განათლებას მიიღებენ

საქართველოში პირველად,  სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ამას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა დღეს საპარლამენტო კომიტეტზე წარადგინა. 

მისი თქმით, პენიტენციურ სისტემაში არიან მსჯავრდებულები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, ჩაირიცხნენ უნივერსიტეტებში, თუმცა ისინი ვერ იღებენ უმაღლესი განათლებას. 

„სამწუხაროდ, ჩვენ არ გვქონდა საშუალება, რომ ისინი ყოველდღიურად გაგვეყვანა ლექციებზე, სემინარებზე, გამოცდებზე. საჭირო იყო ამ კუთხით საკანონმდებლო ნოვაციები. ამიტომ ჩვენ, საქართველოს მთავრობამ უპრეცედენტო რეგულაცია შევთავაზეთ საზოგადოებას -   მსჯავრდებულებს, რომლებსაც დაბალი რისკი დაუდგინდებათ, მიეცეთ საშუალება ელექტრონულად (დისტანციურად) მიიღონ უმაღლესი განათლება. ამ უფლების რეალიზებას პენიტენციურ დაწესებულებებში სამინისტრო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა მინისტრმა და განმარტა, რომ აღნიშნული სერვისით დაბალი რისკის მსჯავრდებულები ისარგებლებენ. ამავდროულად, საშიშროების მომეტებული ან მაღალი რისკის მსჯავრდებულს ეს ნოვაცია უჩენს მოტივაციას, თუ სურს უმაღლესი განათლების მიღება, რისკი შეიმციროს. 

ამ ეტაპზე, პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულებისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ ზოგადი და პროფესიული განათლება. საკანონმდელო ცვლილების დამტკიცების შემდეგ, მათ საშუალება ექნებათ უმაღლესი განათლება ელექტრონული ფორმით მიიღონ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით მუშაობს. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics