13:51 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 16:45:09, 1207 ნახვა

საზოგადოება
ბერლინის კლინიკის ქირურგი - პატრიარქი კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღით დარჩება

ბერილინის კლინიკის ქირურგის განცხადებით, პატრიარქი კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღით დარჩება.

როგორც ექიმმა აღნიშნა, პატრიარქი რეაბილიტაციას საქართველოში გააგრძელებს.

"ოპერაციამ კარგად ჩაიარა და პაციენტი ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს. მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში დაველოდებით და ამის შემდეგ შევძლებთ დამატებიტ დეტალებზე საუბარს. მოხარულები ვართ, რომ ოპერაცია კარგად გადაიტანა. ვფიქრობ, რომ საავადმყოფოში კიდევ რამდენიმე დღე მოუწევს დარჩენა შემდეგ კი, საქართველოში დაბრუნებას შეძლებს და რეაბილიტაციას იქ გააგრძელებს", - განაცხადა ქირურგმა.

ცნობისთვის, საქართველოს პატრიარქს ოპერაცია ბერილინის კლინიკაში, თბილისის დროით 11 საათზე ჩაუტარდა.

ცნობისთვის, საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმდ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა. 

შეგახსენებთ, რომ ილია მეორე გერმანიაში 2 თებერვალს გაემგზავრა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics