2017-02-13 09:47:25, 2190 ნახვა
სამართალი
მამა გიორგი მამალაძის დაკავების სავარაუდო ვერსიად პატრიარქის შესაძლო მოწამვლის მცდელობა სახელდება
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, დაკავებულ სასულიერო პირს მამა გიორგი მამალაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შუფარდა.
ჯერჯერობით უცნობია, რა ბრალდებით დააკავეს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი. თუმცა, სავარაუდო ვერსიად პატრიარქის შესაძლო მოწამვლის მცდელობა სახელდება.
არსებული ინფორმაციით, მისი დაკავების სპეცოპერაცია აეროპორტში პარასკევს, გამთენიისას ჩატარდა. ტელეკომპანიის ცნობით, ის ბერლინში მიეგმზავრებოდა, პატრიარქთან. საგამოძიებო უწყებებში მის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან