|
2017-02-09 19:32:32, 1018 ნახვა
საზოგადოება
მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობასთან განათლების სისტემის რეფორმის მიმართულებით ითანამშრომლებს
მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობასთან განათლების სისტემის რეფორმის მიმართულებით ითანამშრომლებს, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მიმართულება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მსოფლიო ბანკის განათლების გლობალური პრაქტიკის ხელმძღვანელის, კრისტიან აედოს დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო. პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ განათლება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. შეხვედრისას, გიორგი კვირიკაშვილმა დეტალურად ისაუბრა განათლების სისტემის ყოვლისმომცველ რეფორმაზე, რომელიც შრომის ბაზარსა და საქართველოში არსებულ მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას გულისხმობს. ქართულმა მხარემ, ამ მიმართულებით, მსოფლიო ბანკის გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება ზრდასრულთათვის განათლების მიღების შესაძლებლობაზეც გაამახვილა, რაც ყველა ასაკის ადამიანს სასურველი პროფესიის დაუფლებისა და შესაბამისად, დასაქმების, ან საკუთარი ბიზნესის წამოწყების საშუალებას მისცემს. საუბრისას, ასევე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობაზე. შეხვედრას მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრნენ.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)