09:41 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-09 09:35:55, 1170 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს შეხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დაიწყო.

9-10 თებერვალს ვიზიტის ფარგლებში მინისტი შეხვედრებს ამერიკის პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე სენატორებსა და კონგრესმენებთან გამართავს.

ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხევდრას ამერიკის სახელმწიფო მდივანთან რექს ტილერსონთან გამართავს. მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვდება პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინს. გაიმართება მინისტრის შეხვედრები სენატისა და კონგრესის წარმომადგენლებთან, მათ შორის მინისტრი აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ბობ კორკერს შეხვდება, ასევე სენატის ასიგნებების კომიტეტის თავმჯდომარეს ტედ ქოქრანს.

შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics