06:32 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-05 14:29:23, 1323 ნახვა

საზოგადოება
დიდ დიღომში მირიან მეფის სამ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო

დიდ დიღომში მირიან მეფის 3 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა და საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დაათვალიერეს. 

მათივე ცნობით, 47.800 კვ.მ ფართზე სრულად გამოიცვლება ასფალტის საფარი, მოეწყობა ახალი ტროტუარები და ბორდიურები. 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაზიანებული ნაწილის დემონტაჟი.

"გარდა აღნიშნული პროექტისა, ჩვენ უახლოეს მომავალში დავიწყებთ შიდა გზების გაკეთებას. გარდა ამისა, იგეგმება გამწვანების ღონისძიებები, მოიხსნება მკვეთრად დაზიანებული გზების პრობლემა, რომელიც მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა. ამასთან, დიდ დიღომში ახალი ავტობუსებისთვის შენდება ბაზა, ასევე უახლოეს მომავალში დიდი დიღმის რეისზე ივლის ახალი ავტობუსი, რითაც გადაადგილებასთან დაკავშირებული დისკომფორტიც მოიხსნება", - განაცხადა დავით ნარმანიამ. 
 
გარდა ამისა, პარალელურად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები დიდ დიღომში ფარნავაზ მეფის სახელობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაწყებად.
 
პროექტს კონტრაქტორი კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს. სახელშეკრულებო ფასი 3 512 633 ლარს შეადგენს. მირიან მეფის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მაისში დასრულდება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics