|
2017-02-03 17:30:12, 1900 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბარამიძე პროკურატურის განცხადებაზე: დევნილი ადამიანი თურმე მოსამართლეებს ატერორებს - ეს აბსურდია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის გია ბარამიძის შეფასებით, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, აბსურდული და ლოგიკას მოკლებულია. როგორც ბარამიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, განცხადებაში მოყვანილი ფაქტები „დადგმული სცენარია“. "დევნილი, თვითონ დაჩაგრული ადამიანი, თურმე "რუსთავი 2"-ის საქმეზე მომუშავე მოსამართლეებს ატერორებს. ეს სრული აბსურდია. სცენარი დადგეს, რომ თურმე "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს ისეთი ძლიერები არიან, რომ შეუძლიათ მოქმედი მოსამართლეები დააშინონ. მსგავსი აბსურდული ფაქტები საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე მოქმედებს და ივანიშვილმა გადაწყვიტა, თუ მოქმედებს, მოდი ისევ ამ ხერხს მივმართოთო. იქ ცოცხით გაუპატიურება, იქ ბავშვის ქვევრში დახრჩობა, იქ ვიღაც უდანაშაულო ხალხის მოკვლა - ეს ზღაპრები თავის დროზე ქართულ საზოგადოებას შეასაღა და ნაწილმა დაიჯერა. ივანიშვილს მყარად აქვს გადაწყვეტილი "რუსთავი 2"-ის ხელში ჩაგდება და ამის სასამართლოს გზით გაკეთება. მას 2 ძირითადი პრობლემა აქვს: ერთი არის "ნაციონალური მოძრაობის" არსებობა და მის დაშლაზე დიდი ხანია მუშაობს, თუმცა ვერ მოახერხა. კი, ნაწილები ჩამოგვაშორა, მაგრამ ყრილობამაც აჩვენა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არა თუ არსებობს არამედ ძალიან სერიოზული ძალაა. მეორე, ამ საინფორმაციო სივრცეში "რუსთავი 2", რომელიც სერიოზულ დისკომფორტს უქმნის. მათ გადაწყვიტეს "რუსთავი 2"-ის მესაკუთრის და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, ამიტომ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ეს ტელეკომპანია დავიცვათ ყველანაირად, რამდენადაც ეს შესაძლებელია კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ფიზიკურადაც თუ საჭირო იქნება", - განაცხადა ბარამიძემ. მისივე თქმით, ხელისუფლების ჩვევაშია ყველაფერში "ნაციონალური მოძრაობა" დაადანაშაულოს. "ამ ქვეყანაში ასეა, რაღაც, რომ ხდება ცუდი, "ნაციონალურ მოძრაობა" არის დამნაშავე, ლარის კურსშიც, სიღარიბეშიც, რუსეთის მხრიდან არასწორ ქმედებაშიც. ივანიშვილს სჭირდება, რომ ჩვენს საზოგადოებაში შეიქმნას ისეთი აზრი, რომ თვითონ კი არ არის ის, ვინც აშინებს, მისი ხელისუფლება, მისი პროკურატურა, მისი უშიშროება, არამედ თურმე 4 წლის წინ ქვეყნიდან გაგდებული და თვითონ დაჩაგრული, ყოფილი ხელისუფლება, არის ყველაფრის გამკეთებელი. ამ სისულელეებმა არ უნდა დაგვაბნიოს", - აღნიშნა ბარამიძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)