2017-02-03 14:29:21, 2551 ნახვა
სამართალი
შსს: „ბავშვთა სამყაროში" მომუშავე 2 პირის დაკავება ადმინისტრაციული მუხლით მოხდა
"ბავშვთა სამყაროში" მომუშავე 2 პირი სამართალდამცველებმა დააკავეს.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომზდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა "ბავშვთა სამყაროში" მომუშავე 2 პირი დააკავეს.
მოვაჭრეები თამარ მეფის გამზირზე აქციას მართავდნენ და სავალი ნაწილი გადაკეტეს რა დროსაც პოლიციელებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდადთ. ამ დროისთვის თამარ მეფის გამზიზირის სავალი ნაწილი გათავისუფლებულია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან