|
2017-02-03 13:12:27, 2168 ნახვა
სამართალი კომენტარი
გვარამია მოსამართლეების საქმეზე: პრეზიდენტის გარდა, სახელმწიფოს ყველა შტო დანაშაულებრივ საქმიანობაშია ჩართული
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს „სახელმწიფოს მოკავშირეს“ უწოდებს. როგორც გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თავისუფალი მედია და თავისუფალი სასამართლო ყოფნა - არ ყოფნის წინაშე დგას. „გვაქვს შეკითხვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, რატომ არ მოიქცა ის ისე, როგორც მოიქცა მისი წინამორბედი, რატომ არ მოხდა ამ ინფორმაციის გასაჯაროება. ეს კითხვა რიტორიკულია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ არის მოსამართლეების მოკავშირე, იგი არის სახელმწიფოს მოკავშირე მათ წინააღმდეგ. მან პროკურატურაში გადააგზავნა ეს საქმე და მეორე დღიდან ამ მოსამართლეებზე დაიწყო უმძიმესი ზეწოლა, რომ მათ ან გაეტანათ განცხადება ან შეეცვალათ განცხადებაში მოყვანილი სუბიექტები. დაესახელებინათ არა ხელისუფლება, არამედ ჩვენი მხარე. ან ის ადამიანები რომლებიც ვითომდა აფილირდებიან ჩვენს მხარესთან, მაგალითად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ეს არის სრულიად გაუგონარი ქმედება, როგორც უზენაესი სასამართლოს თამჯდომარის ისევე პროკურატურის მხრიდან და მე ვფიქრობ, რომ ადამიანებმა, რომლებიც ამ ყველაფერში იღებდნენ მონაწილეობას, დაკარგეს როგორც მორალური, ასევე პროფესიული უფლება, რომ დაიკავონ უმაღლესი თანამდებობი სახელმწიფო სისტემაში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. გვარამიას თქმით, სახელმწიფო იქცევა დანაშაულებრივად. მისივე ინფორმაციით, ივანიშვილის დავალებით "რუსთავი 2"-ისა და სასამართლოს წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს. „სახელმწიფო ამ შემთხვევაში იქცევა დანაშაულებრივად, პრაქტიკულად ყველა მისი შტო ჩართულია ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში და ეს არის ორკესტრირებული საქმიანობა. ამას ჰყავს ერთი ხელმძღვანელი და ეს ხელმძღვანელი არის ბიძინა ივანიშვილი. ერთადერთი სახელისუფლო შტო, რომელიც ამაში ჩართული არ არის, საქართველოს პრეზიდენტია, რომელიც ყველაფერთან ერთად არის მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელების, ასევე სიტყვის თავისუფლების გარანტი, ჩვენ ვთხოვთ მას, რომ ღრმად შეისწავლოს ეს საქმე", - აღნიშნა მან. ამასთან, ნიკა გვარამიამ საქართველოს პროკურატურას მიმართა და აღნიშნა, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა უნდა შეწყდეს. "ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს პროკურატურისგან, რომ გამოქვეყნდეს განცხადების შინაარსი და შეწყდეს ზეწოლა მოსამართლეებზე, არა მხოლოდ ჩვენი საქმის გადაწყვეტის ნაწილში, არამედ იმ ნაწილში, რომ შეცვალონ ამ გადაწყვეტილების შინაარსი. ეს ზეწოლა არის ძალიან ფართომასშტაბიანი, იმიტომ, რომ მიმდინარეობს ანგარიშსწორება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებზე, არამედ მათი ოჯახის წევრებთან“, - აცხადებს გვარამია. შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ბესარიონ ალავიძე და პაატა ქათამაძე, რომლებიც „რუსთავი 2“-ის საქმეს განიხილავდნენ, მათ საქმიანობაში ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 14 იანვარს დაიწყო.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)