11:04 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 18:52:03, 2637 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო: „ბლაუნშტაინი" სოფელ პიპილეთში ფერმას ააშენებს

ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ პიპილეთში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფერმა აშენდება, რომელიც სულ მცირე 45 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე იქნება გათვლილი. ფერმის აშენებისა და მოწყობის მიზნით კომპანია მინიმუმ 95 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.
 
მათი ინფორმაციით, რაჭის რეგიონში მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  შპს „დაუთას" ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ შქმერში მდებარე 64.0664 ჰა სათიბი მიწის ნაკვეთის 25 წლიანი იჯარით გადასცა.
 
შპს „დაუთა" თანამშრომლობს შვეიცარულ-ქართულ კომპანია შპს „ბლაუნშტაინ საქართველოსთან" და ჩართულია რაჭის რეგიონში მეცხოველეობის განვითარების პროექტში. პროექტი ითვალისწინებს შვეიცარული ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ადგილობრივ ჯიშთან შეჯვარებას და ჩვენი რეგიონისათვის ოპტიმალური ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის  მოშენებას.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ყირგიზეთს მეგობარ სახელმწიფოდ განვიხილავთ, ეს ვიზიტი ისტორიულია
უკრაინა რამშტაინში დამატებით 20 მილიარდ დოლარს მოითხოვს, რათა რუსეთი „კიდევ უფრო მეტად დაიწვას“
ტაილანდის მეფეის უფროსი ქალიშვილი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა
Reuters: შეერთებული შტატები მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics