|
2017-02-01 13:38:18, 1968 ნახვა
სამართალი
პროკურატურის 2017-2021 წლების მუშაობის სტრატეგია და პროკურორთა შეფასების სისტემა დამტკიცდა
საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის 2017-2021 წლების სტრატეგია და პროკურორთა შეფასების სისტემა დაამტკიცა. უწყების ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურის მიერ შემუშავებული სტრატეგია მიზნად ისახავს პროკურატურის სისტემისა და ინდივიდუალური პროკურორის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას, პროფესიული ეთიკის სტანდარტისა და თანამშრომელთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმის დახვეწას, ცალკეული გადაწყვეტილებების მიღებისას კოლეგიური ორგანოების მნიშვნელობის გაზრდას, ადამიანის უფლებების დაცვას, პროკურორთა მიღებისა და დაწინაურების გამჭვირვალე სისტემის შექმნას, საპროკურორო საქმიანობისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებას, პროკურატურის სისტემის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების დახვეწას, საქართველოს პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას და პრევენციული ღონისძიებების გააქტიურებას. სტრატეგიაზე მუშაობის პარალელურად, დასრულდა პროკურორთა შეფასების სისტემის დანერგვის პირველი ეტაპი. შემუშავდა დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია ქ. თბილისის პროკურატურის, რაიონული პროკურატურების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და საოლქო პროკურატურის პროკურორთა შეფასების კრიტერიუმები. 2017 წლიდან პროკურორთა შეფასება განხორციელდება როგორც საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის ხარისხის, ასევე საპროცესო დოკუმენტების დასაბუთებულობის, სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში მუშაობის, დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დაცვის, ტრენინგებზე მიღწეული შედეგებისა და სხვა აქტივობების მხედველობაში მიღებით. გარდა ხარისხობრივი მაჩვენებლებისა, შეფასდება პროკურორის დატვირთვაც. შეფასების შედეგები საფუძვლად დაედება პროკურორთა დაწინაურებას, წახალისებას და მათთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებას. პროკურატურის სისტემაში შეფასების სისტემის დანერგვა მინიმუმამდე დაიყვანს პროკურორთა სუბიექტური შეფასების რისკებს, გააუმჯობესებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს და გაზრდის ინდივიდუალური პროკურორის დამოუკიდებლობას. 2017 წლის პირველ ნახევარში გაიწერება მთავარი პროკურატურის დეპარტამენტების პროკურორების, პროკურატურის გამომძიებლებისა და მენეჯერების შეფასების კრიტერიუმები. "საქართველოს პროკურატურამ პროკურატურის სტრატეგიასა და პროკურორთა შეფასების სისტემაზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო და მათი შემუშავების პროცესში ჩართული იყო პროკურატურის ყველა მუშაკი. აღნიშნული დოკუმენტების პროექტები საქართველოს პროკურატურამ 2016 წლის დეკემბერში გააცნო სხვა სახელმწიფო სტრუქტურის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელთა შენიშვნების დიდი ნაწილი ასახულია დამტკიცებულ დოკუმენტებში. საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს და ევროპის საბჭოს, რომლებმაც მნიშვნელოვანი საექსპერტო და ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინეს პროკურატურას. სტრატეგიით დასახული მიზნების მისაღწევად, საქართველოს პროკურატურა მოწოდებულია ყველა სახელმწიფო ორგანოსთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობისკენ",-აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)