2017-01-31 11:07:57, 2196 ნახვა
სამართალი
სააპელაციო სასამართლო ახვლედიანის საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს
მამუკა ახვლედიანის საქმეზე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.
ახვლედიანის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მის აღდგენას ეხება. პირველი ინსტანციის სასამართლომ ახვლედიანის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რის გამოც მან გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა.
შეგახსენებთ, უსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ პრეზიდენტის კვოტით არჩეულმა ვახტანგ მჭედლიშვილმა არ დაუჭირა მხარი.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი ეთიკის ნორმების დარღვევასა და მოსამართლისთვის შეუფერებელ ქმედებაში დაადანაშაულა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან