|
2017-01-27 19:34:16, 992 ნახვა
საზოგადოება
ჟურნალისტიკისა და სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზამთრის სკოლა გაიხსნება
პერსონალური მონაცემების დაცვა თანამედროვე ეპოქაში, ბალანსი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის, მონაცემების უსაფრთხოება - 28 იანვარს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იურიდიული და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ზამთრის სკოლა გაიხსნება. სკოლას ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის, (OHCHR) მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისა (ICMPD) და იუსტიციის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები გახსნიან. ზამთრის სკოლის მიზანია სტუდენტების ინფორმირება პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში არსებული გამოწვევების, ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობის და მათივე უფლებების შესახებ. 1 კვირის განმავლობაში მათ ლექციებს ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები წაუკითხავენ. სასწავლო პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა; პერსონალური მონაცემების დაცვა და დანაშაულის პრევენცია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და სხვა. ზამთრის სკოლა ტარდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ, გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2006 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანი პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობასა და მოქალაქეთა უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი საქართველოში ამ დღეს უკვე მეოთხე წელია აღნიშნავს.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)