|
2017-01-26 15:07:11, 1027 ნახვა
საზოგადოება
კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის ახალი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და პარტნიორი ორგანიზაციები კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის ახალი პროექტების განხორციელებას იწყებენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, ექვსი ახალი პროექტი ევროკავშირის მიერ ფინანსდება, რომელთა პრეზენტაციას დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა გრიგოლია, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. უწყების ინფორმაციით, პროექტების მიზანია პატიმრების, ყოფილი პატიმრების, პირობით მსჯავრდებულებისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისა და მოზარდების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობა. პროექტში მონაწილე ორგანიზაციები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ერთად, სამიზნე ჯგუფებისთვის პროფესიული განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის, მათი ფსიქო-სოციალური და სამედიცინო დახმარების, ასევე, დანაშაულის პრენევენციის მიმართულებით იმუშავებენ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი და სასჯელაღსრულების სისტემისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. მისი თქმით, სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სწორ მენეჯმენტსა და გრძელვადიან დაგეგმვას. „ბოლო წლების განმავლობაში, საერთაშორისო ორგანიზაციების წლიურ ანგარიშებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გატარებული რეფორმები პოზიტიურად არის ასახული. ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ მიმდინარე პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კიდევ ექვსი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ, რომელიც ხელს შეუწყობს სამიზნე ჯგუფების დასაქმებას, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას,“-განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სექტორის მენეჯერის კაიდო სირელის განცხადებით, აღნიშნული პროექტები ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელდება. „ჩვენ უკვე რამდენიმე წელია მართლმსაჯულების სფეროში ვთანამშრომლობთ და საქართველო მართლაც წარმატებული შემთხვევაა. ჩვენი თანამშრომლობა სასჯელაღსრულების სამინისტროსთან არ ეხება მხოლოდ დანაშაულსა და სასჯელს, არამედ ვგულისხმობთ საზოგადოების მხარდაჭერას კანონთან კონფლიქტში მყოფ ადამიანებთან დაკავშირებით. პატიმრების რესოციალიზაციის მიზნით, გათვალისწინებული გვაქვს პროფესიული გადამზადების კურსები, ასევე, პროექტით გათვალისწინებულია ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა. ჩვენი ერთ-ერთი მიმართულებაა ასევე, ახალგაზრდებთან, არასრულწლოვნებთან მუშაობა დანაშაულის პრევენციის მიზნით“-განაცხადა კაიდო სირელმა. ცნობისთვის, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტებს „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, დემოკრატიის ინსტიტუტი, საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი, ჰილსვერკ ავსტრია ინტერნაციონალი განახორციელებენ. პროექტები ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ჩარჩო თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც EU4Justice („ევროკავშირი სამართლისათვის“) პროგრამის სახელითაა ცნობილი. ამ პროგრამისთვის ევროკავშირმა 2015 წელს 50 მილიონი ევრო გამოყო. (NS)
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)