21:25 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 17:24:22, 1187 ნახვა

საზოგადოება
N153-ე ბაგა-ბაღის აღმზრდელის მიერ აღსაზრდელზე შესაძლო ძალადობის ფაქტის შესწავლა დაიწყო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ  N153-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელის მიერ აღსაზრდელზე შესაძლო ძალადობის ფაქტის შესწავლა დაიწყო.

როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, მომხდარის დეტალებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახური დილიდან ადგილზე არკვევს.

„საკითხის შესწავლამდე, სააგენტოს ადმინისტრაციის მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეთ აღმზრდელ თამარ მახარაშვილს, რომელსაც მშობელი ძალადობაში ადანაშაულებს, ასევე აღმზრდელის თანაშემწეს, მანანა ბოსტოღანაშვილს.

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო ძალადობის ამ და სხვა ნებისმიერი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, გაატარებს უმკაცრეს დისციპლინურ ღონისძიებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics