|
2015-03-29 11:00:50, 570 ნახვა
საზოგადოება
ყოფილ პატიმრებს უფასო სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კურსი ჩაუტარდებათ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები - ყოფილი პატიმრები (პოლიტპატიმრის სტატუსით) საირმეში სამკურნალო-ბალნეოლოგიური სერვისებით უფასოდ ეტაპობრივად ისარგებლებენ. სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, 10 დღის განმავლობაში, კურორტ „საირმეში“ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული სამი ყოფილი პატიმარი დაისვენებს. სამივე მათგანი ე.წ. „ყინწვისის საქმის“ გამო იხდიდა სასჯელს. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის ჯონი კვინიკაძის ინფორმაციით, აღნიშნული სერვისით პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ის ყოფილი პატიმრები ისარგებლებენ, ვინც ჩართულია ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში. „კურორტი „საირმე“ მხარს უჭერს „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას", რადგან მასში ჩართული ბენეფიციარებისთვის გამაჯანსაღებელი/სარეაბილიტაციო კურსი ხელმისაწვდომი გახდეს. ჩვენი ბენეფიციარები სამკურნალო-სარეაბილიტაციო ათდღიან კურსს გაივლიან. ჩაუტარდებათ საჭირო ბაზისური ლაბორატორიული გამოკვლევა, ექიმის დანიშნულებით მიიღებენ სამკურნალო მინერალურ წყლებს და ისარგებლებენ სამკურნალო თერმული აბაზანებით“, განაცხადა ჯონი კვინიკაძემ. წლის განმავლობაში, ჯამში სულ 48 ყოფილი პატიმარი ისარგებლებს ამ სერვისით. ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას“. ეს არის პირველი სახელმწიფო პროგრამა ყოფილ პატიმართა დასახმარებლად. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)