17:41 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-20 16:29:18, 1741 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სააკაშვილი: როგორც სამშობლო არ იშლება ნაწილებად, ისევე არ იშლება „ნაციონალური მოძრაობა“

„როგორც სამშობლო არ იშლება, ისევე არ იშლება „ნაციონალური მოძრაობა“,-ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ვაშიგტონიდან ჩართვისას, ყრილობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ გარკვეული პირების ელიტური კლუბი არ არის.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ემოცია, რომელიც თავს ინახავს ქვეყნის გადარჩენის ბრძოლაში. ეს არის საქართველოს განვითარებისთვის სასიცოცხლო ფასეულობების ერთიანობა და იდეალების მუდმივობა. ამიტომ მგონი ყველამ დაინახა ბოლო კვირებში და თვეებში, როგორც იდეალები არ იყოფა, ისევე არ იყოფა „ნაციონალური მოძრაობა“.  როგორც სამშობლო არ იშლება ნაწილებად, ისევე არ იშლება „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც მუდმივია ეროვნული ფასეულობები და ღირებულებები, ასევეა მუდმივი ჩვენი ერთგულება ჩვენი იდეალების და შეხედულებების მიმართ“,-აღნიშნა სააკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics