17:41 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-18 20:53:42, 1784 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კახა კალაძე: ქვეყნის ენერგოდამოკიდებულება არცერთი პროცენტით არ გაზრდილა

„ახალი ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, არის მაქსიმალური შედეგი როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ენერგოდამოკიდებულება არცერთი პროცენტით არ გაზრდილა.

„აქ არი იყო მხოლოდ გაზპრომის მოთხოვნებზე დათანხმება. ეს იყო რამდენიმე რაუნდიანი მოლაპარაკებები. იყო შეხვედრები, რომელიც აბსოლუტურად უშედეგოდ სრულდებოდა, რადგან აბსოლუტურად განსხვავებული იყო ჩვენი პოზიციები, თუმცა ბოლო შეხვედრებზე გამოიკვეთა რაღაც წერტილები, სადაც შესაძლებელი იყო შეთანხმების მიღწევა. ეს არ იყო მხოლოდ, რომ „გაზპრომმა“ ჩვენ დაგვიწერა ხელშეკრულება, ამაზე წამოდით და ჩვენ დავთანხმდით, ეს ნამდვილად არ ყოფილა ასე. იყო რამდენიმე შეხვედრა და ბოლოს როდესაც მივაღწიეთ ამ შეთანხმებას. მე მინდა ხაზი გავუსვა რომ 31 დეკემბერს დასრულდა ის ხელშეკრულება, რომელიც ერთი წლის წინ იქნა გაფორმებული საქართველოსა  და გაზპრომს შორის. ამიტომ ის ახალი ხელშეკრულება, რომელიც იქნა გაფორმებული, იმ არსებული რეალობიდან გამომდინარე, არის მაქსიმალური შედეგი გინდ პოლიტიკური თვალსაზრისით და გინდ ეკონომიკურით. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ენერგოდამოკიდებულება არ გაზრდილა არც ერთი პროცენტით. ჩვენ ვინარჩუნებთ მნიშვნელოვან სატრანზიტო ფუნქციას. შეიცვალა მხოლოდ და მხოლოდ გადახდის ფორმა“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველო „გაზპრომისგან“ ბუნებრივ აირს გასულ წელთან შედარებით, 30 დოლარით ნაკლებ ფასად შეიძენს.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელთან შედარებით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ექნება იმის აუცილებლობა და საჭიროება, შიდა მოხმარებისთვის წამოიღოს დამატებითი მოცულობები, ჩვენ 30 დოლარით ნაკლები ფასი მივიღეთ შარშანდელთან შედარებით - 215-ის ნაცვლად, 185 დოლარად გვექნება შესაძლებლობა, წამოვიღოთ ბუნებრივი“, - დასძინა კახა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics