|
2017-01-14 18:20:09, 4597 ნახვა
საზოგადოება კულტურა
თუმანიშვილის სახელობის თეატრთან ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა
თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის წინ, ლეგენდარული ქართველი მსახიობის, ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა. როგორც "ექსპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ქანდაკება საზეიმოდ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თავის მოადგილესთან გიგა ნიკოლეიშვილთან, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან ერთად გახსნა. ღონისძიებას ნატო ვაჩნაძის შთამომავლები ელდარ და ნიკუშა შენგელაიები და ქართული კინოსა და თეატრის გამოჩენილი რეჟისორები და მსახიობები ესწრებოდნენ. თბილისის მერმა ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ქართული კინოს განვითარებაში ნატო ვაჩნაძის მიერ შეტანილ უდიდეს წვლილზე ისაუბრა. „ნატო ვაჩნაძეს ქართული კინოს განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ნიშნად მისი დიდი ღვაწლის დაფასებისა, დღეს, ძველი კინოსტუდიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნატო ვაჩნაძის ძეგლი გავხსენით. ეს ადგილი შეირჩა იმიტომ, რომ მისი შემოქმედების დიდი ნაწილი სწორედ აქ შედგა. დღეს აქ ძალიან ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი, რადგან ნატო ვაჩნაძე ყველასათვის საყვარელი და გამორჩეული მსახიობი იყო, რომელიც, მიუხედავად იმ პერიოდის სირთულეებისა, თავისი მსახიობური ნიჭით არამარტო ჩვენს, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც იყო ცნობილი“- განაცხადა დავით ნარმანიამ. ყველა დროის ულამაზეს ქართველ მსახიობ ქალად აღიარებული ნატო ვაჩნაძის ძეგლის ავტორი მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძეა. ნატო ვაჩნაძე 1904 წლის 14 ივნისს პოლონეთში, ვარშავაში დაიბადა. 1910 წელს კი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა. 1920-1930 წლებში იგი საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი გახლდათ. ნატო ვაჩნაძე იმდროინდელმა სახელგანთქმულმა რეჟისორმა ამო ბეკ-ნაზაროვმა აღმოაჩინა. მსახიობმა პირველი როლი „არსენა ყაჩაღში“ შეასრულა. ქართული კინოს ლეგენდა არაჩვეულებრივი გარეგნობითა და არტისტულობით გამოირჩეოდა. ნატო ვაჩნაძე 1953 წლის 14 ივნისს, საკუთარ დაბადების დღეზე, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა. იგი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)