|
2017-01-12 13:47:46, 904 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძე „Snow Meeting 2017"-ის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 12-13 იანვარს ლიტვის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მონაწილეობას ყოველწლიურ ზამთრის კონფერენციაში „Snow Meeting 2017" მიიღებს. როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე სიტყვით ტრანსატლანტიკური ურთიერთობების თემაზე დაგეგმილ სესიაზე გამოვა. აღნიშნული სესიის მიმდინარეობისას მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი. შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ასევე სიტყვით გამოვლენ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი, პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანი კშიშტოფ შჩერსკი და ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექასნდრე ვერშბოუ. ვიზიტის პირველ დღეს მიხეილ ჯანელიძე ლიტვის სეიმის სპიკერს ვიქტორას პრანცკიეტს შეხვდება. კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართება სამუშაო სესიები დისკუსიების ფორმატში, რომლებიც ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებებსა და ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობის თემატიკას დაეთმობა. საქართველოს დელეგაცია მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ლინას ლინკევიჩიუსის სახელით გამართულ სამუშაო სადილს დაესწრება.
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)