|
2017-01-12 13:16:24, 2606 ნახვა
სამართალი კომენტარი
ნარმანია: ნებისმიერი დამნაშავე მკაცრად უნდა დაისაჯოს
დედაქალქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დანაშაულს ჩაიდენს მკაცრად უნდა დაისაჯოს, რათა მან მომავალში იგივე ქმედება არ გაიმეოროს. ამის შესახებ ნარმანიამ ჟურნალისტებს ქვეყანაში კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა. „ყველა შემთხვევაზე რეაგირება უნდა იყოს და არის კიდეც ადეკვატური. ნებისმიერ დამნაშავე მკაცრად უნდა დაისაჯოს, რათა მომავალში მსგავსი რამ არ განმეორდეს“,-აღნიშნა ნარმანიამ. ცნობისთვის, წუხელ ბალანჩივაძის ქუჩაზე პრეზიდენტის სიძე დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და 236-ე, იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარების მუხლებით.
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)