2017-01-09 09:47:06, 1473 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სხდომა დღეს აღარ გაიმართება
“ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სხდომა, რომელზეც თავმჯდომარის თანამდებობიდან ნიკანორ მელიას გადაყენების საკითხი უნდა განეხიათ, დღეს აღარ გაიმართება.
როგორც „ექსპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გიგი უგულავამ მათ თხოვნით მიმართა.
უგულავას თქმით, მას ქონდა ფრაქციის წევრებთან კონსულტაციები და მათი მხრიდან ლეგიტიმური და დასაბუთებული არგუმენტების მიუხედავად, ფრაქციის თავმჯდომარის საკითხის განხილვა დღეს აღარ მოხდება.
"მე ვთხოვე ფრაქციის წევრებს კონსულტაციებისთვის სამი დღე და გადაწყვეტილებას ფრაქცია ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მიიღებს",- გიგი უგულავა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან