08:51 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-06 10:22:11, 1069 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა და განსახლების სამინისტრო 44 ეკომიგრანტ ოჯახს სახლს შეუსყიდის

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში  „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“  სხდომა გაიმართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, კომისიამ  2017 წლის საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში,  ეკომიგრანტი ოჯახების  უსაფრთხო გარემოში განსახლების საკითხზე იმსჯელა.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კომისიის გადაწყვეტილებით,  სამინისტრო სახლს 44 სტიქიით დაზარალებულ ოჯახს შეუსყიდის.

აღნიშნულ ოჯახებს  საშუალება მიეცემათ უსაფრთხო ადგილზე მდებარე საცხოვრებელი სახლი,  25 000 ლარის ფარგლებში,  თავისი სურვილის მიხედვით შეარჩიონ.

კომისიის სხდომას მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის თანამშრომლები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics