04:10 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-03 13:50:48, 2310 ნახვა

სამართალი
შსს-ს თანამშრომლები საქართველოს სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტში ჩაერთნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები საქართველოს სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტში ჩაერთნენ.

შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა  მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, აღნიშნული პროექტის საპილოტე ვერსია გასულ სეზონზე გუდაურში დაიწყო, წელს კი საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტი მოიცვა.

ავსტრიელმა ექსპერტებმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 20-მდე თანამშრომელი სამთო-სათხილამურო ტაქტიკური მომზადების სფეროში გადაამზადეს. სწავლება შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ ბაზაზე გაიმართა.

ტრენინგის მონაწილეები სათხილამურო ტრასაზე მყოფი დაზარალებულის, ზვავში მოყოლილი ადამიანების მოძებნისა და გადარჩენის სამაშველო ოპერაციების ძირითად პრინციპებს გაეცნენ და სიმულაციურ სწავლებებში მიიღეს მონაწილეობა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics