|
2016-12-27 15:33:13, 822 ნახვა
საზოგადოება
ჯეჯელავა: ჩვენი დაპირებაა, მე-7, მე-8, მე-9 კლასებში ბავშვებს ჰქონდეთ მეტი თავისუფალი დრო
ახალი ეროვნული სასწვლო გეგმის დამტკიცებისას მოსწავლეების ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული,- ამის შესახებ განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, უკვე დამტკიცებულია ახალი სასწავლო გეგმა 1-დან მე-6 კლასამდე და ზედა კლასებთან მიმართებაშიც მუშოაბა გრძელდება. "ამ პროცესში შევეცდებით, გავითვალისწინოთ ჩვენი მოსწავლეების ინტერესი. დღესდღეობით, ჩვენი მოსწავლეები დატვირთული არიან მე-7 მე-8, მე-9, კლასში, ბევრი გაკვეთილი და ბევრი დავალება აქვთ. მე-11, მე-12 კლაში დატვირთვა არის საკმარისი და ოჯახებს უწევთ რეპეტირორების დახმარების გამოყენება, რომ მათმა შვილებმა გააგრძელონ სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში. ჩვენი დაპირებაა, მე-7, მე-8, მე-9 კლასებში ბავშვებს ჰქონდეთ მეტი თავისუფალი დრო, მეტი საშუალება, მეგობრებთან ურთიერთობის, მეტი საშუალება კლასგარეშე აქტივობის, კითხვის, თამაშის, ხელოვნებას და სპორტთან ზიარების და ბოლო კლასებში იყვნენ მაქსიმალურად კონცენტირირებული აკადემიურ მოსწრებასა და აკადემიურ შედეგებზე. გვჯერა, ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ შედეგებსაც და მზადყოფნასაც ზრდასრული ცხოვრებისთვის", - აღნიშნა ჯეჯელავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)