|
2016-12-26 16:47:02, 965 ნახვა
საზოგადოება
ლადო ბედუკაძის საინფორმაციო სააგენტომ მაუწყებლობის უფლება მიიღო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, პარტია „ცენტრისტების“ დამფუძნებლის ვლადიმერ ბედუკაძის საინფორმაციო სააგენტომ შპს თბილისი 24“ კომისიის უწყვეტ რეესტრში მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირად გატარდა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კომპანია კერძო საერთო ტელემაუწყებლობის დაწყებას მიმდინარე წლის 31 დეკემბერს გეგმავს. „თბილისი 24“ დღე-ღამის განმავლობაში 6 საათი ქართულ ენაზე იმაუწყებლებს. კომპანია ინტერნეტ ტექნოლოგიის და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ქსელის საშუალებით გავრცელდება. ცნობისთვის, საინფორმაციო სააგენტოს დირექტორი გოჩა ნაჭყებიაა. როგორც ცნობილია, გოჩა ნაჭყებიასა და პარტია "ცენტრისტები ხაჩიშვილი - ბედუკაძის" ერთ-ერთ დამფუძნებელ ვლადიმერ ბედუკაძეს საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ, ისინი ორგანიზაცია "საზოგადოებრივი მონიტორინგის ცენტრის" გამგეობის წევრები არიან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)